Accessibility links

logo-print

სირიის არმიის შენაერთები ქალაქ ბანიასში შეიჭრნენ


წუხელ სირიის არმიის შენაერეთები ტანკების მხარდაჭერით შეიჭრნენ ქალაქ ბანიასში და შეუტიეს რაიონებს, რომლებიც განუდგნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ შენაერთები ქალაქში სამი მიმართულებიდან შევიდნენ. პარასკევს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი საერთაშორისო პარტნიორები დამატებით ნაბიჯებს გადადგამენ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, თუკი სირიის ძალები არ შეწყვეტენ რეფორმების მომხრე დემონსტრანტების შევიწროებას. ადამიანის უფლებების დამცველთა თანახმად, მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციების შვიდი კვირის განმავლობაში სირიაში 580-ზე მეტი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული უშიშროების ძალების მიერ.
XS
SM
MD
LG