Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმირალი მაიკლ მალენი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები უმჯობესდება


შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა მაიკლ მალენმა. მალენმა, რომელიც რუსეთში იმყოფება ვიზიტით, რუსეთის მედიას მისცა ინტერვიუ. პარასკევს პეტერბურგში მალენმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების თაობაზე. მაკაროვი და მალენი სათავეში უდგანან სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფს რუსეთ-ამერიკის საპრეზიდენტო კომისიის ფარგლებში, რომელიც დმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ შექმნეს.
XS
SM
MD
LG