Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა ყანდაარში იერიშების ტალღა განახორციელეს


შაბათს ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში, თალიბებმა სამთავრობო შენობებზე თავდასხმები განახორციელეს. პროვინციის გუბერნატორის, ტორიალაი ვესას თქმით, სულ ცოტა ორი ადამიანი იქნა მოკლული და 29 დაიჭრა. ქალაქში ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით შეტაკებას, მოხდა დანაღმული ავტომობილების ორი აფეთქება, ასევე ექვსი თვითმკვლელური ტერაქტი. თალიბანმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო, ნებისმიერ სამთავრობო შენობაზე მიეტანა იერიში.
XS
SM
MD
LG