Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაქვეყნა პირველი ხუთი ვიდეოჩანაწერი ბინ ლადენის არქივიდან


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ პირველი ხუთი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა მოკლული ოსამა ბინ ლადენის არქივიდან. არქივი ამერიკის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ჩაიგდეს ხელში ბინ ლადენის სახლში პაკისტანში, მის წინააღმდეგ 1 მაისს ჩატარებული ოპერაციისას. გამოქვეყნებულ ჩანაწერებს შორისაა ალ-ყაიდის ლიდერის მიმართვა მომხრეებისადმი. ერთ-ერთ ჩანაწერში ბინ ლადენი ტელევიზიით უყურებს მის შესახებ სიუჟეტს. შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ცნობით, ბინ ლადენის სახლში აღმოჩენილი მასალები ინფორმაციის ძვირფას წყაროს წარმოადგენს. მოცულობით ეს ყველაზე დიდი არქივია, რომელიც ოდესმე ჩავარდნია ხელში ამერიკის დაზვერვას კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ ოპერაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG