Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიისა და ტუნისის საზღვარზე გრძელდება ბრძოლები


ლიბიისა და ტუნისის საზღვარზე გრძელდება ბრძოლები ლიბიელ მეამბოხეებსა და მუამარ კადაფის ჯარებს შორის. კადაფის ჯარების საარტილერიო ცეცხლი შაბათს კვლავ შეეხო ტუნისის ქალაქ დაჰიბას. მეამბოხეებმა დასავლეთ ლიბიაში მდებარე ქალაქ მისრათაში კადაფის არმიას წითელი ჯვრის სიმბოლოებიანი ვერტმფრენების გამოყენებაში დასდეს ბრალი. წუხელ ორი გემით 800-მდე ლტოლვილმა მიაღწია იტალიის კუნძულ ლამპედუზამდე. იტალიის ხელისუფლებამ ისინი დროებით თავშესაფრებში განათავსა. იტალიის ხელისუფლებამ უარყო, რომ დაარღვევს გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს და იარაღს მიაწვდის ლიბიელ მეამბოხეებს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმე შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ „თავდაცვით საშუალებებს.“
XS
SM
MD
LG