Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული კომისია


საუდის არაბეთის მთავრობამ შექმნა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული კომისია. საუდის არაბეთის ოფიციალური სააგენტოს ცნობით, კომისია ფართო უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი. მის შექმნას უკავშირებენ ამასწინანდელ საპროტესტო აქციებს, რომლებზეც ხელისუფლებას კორუფციაში სდებდნენ ბრალს. მარტში საუდის არაბეთის მეფე აბდალამ უპრეცედენტოდ დიდი თანხა, 100 მილიარდი დოლარი გამოყო მოქალაქეთა დასახმარებლად და შიში გამოთქვა, რომ შესაძლოა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არაბულ სამყაროში მღელვარების ფონზე.
XS
SM
MD
LG