Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანაში უსაფრთხოების ხელყოფას ეგვიპტე „რკინის ხელით“ უპასუხებს


ეგვიპტის მთავრობამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ის „რკინის ხელს“ გამოიყენებს სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად. იუსტიციის მინისტრის, აბდელ აზიზ ალ-გინდის ეს განცხადება მოჰყვა მაჰმადიანებსა და ქრისტინებს შორის შეტაკებას ქაიროში, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა. შეტაკების 190 მონაწილეს გაასამართლებს ეგვიპტის სამხედრო ტრიბუნალი. ამის შესახებ განაცხადა ამ ქვეყნის უზენაესმა სამხედრო საბჭომ. ქრისტიანულ ეკლესიაზე ულტრაკონსერვატული სალაფისტების თავდასხმის დროს, 7 მაისს, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. ეს იყო ამ მასშტაბის პირველი შეტაკება რელიგიურ ნიადაგზე ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაკის მთავრობის დამხობის შემდეგ. დროებითი მთავრობის მეთაური, შარაპ ესამი იძულებული იყო გადაედო მოგზაურობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში და მოეწვია მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა. შეტაკების მიზეზი იყო ვითომ გამაჰმადიანებული ქრისტიანი ქალის ძალით დაკავება ეკლესიაში, რომელსაც ალყა შემოარტყეს მაჰმადიანმა-სალაფისტებმა, რასაც შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG