Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მეორე დღეა შეტაკებაა მთავრობის და თალიბანის ძალებს შორის


ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში მეორე დღეა გრძელდება შეტაკება მთავრობის ჯარსა და თალიბანის ძალებს შორის. ბრძოლა დაიწყო თალიბების რამდენიმე კოორდინირებული თავდასხმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა შენობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ზემერი აბაშარის თანახმად, ავღანეთის ჯარს ზურგს უმაგრებენ ნატოს სამხედროები. თალიბებთან მათი ბრძოლა გრძელდება რამდენიმე შენობასთან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს 12 მეამბოხე დაიხოცა. ცნობით, სულ მცირე ორი ოფიცერი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. თალიბების თავდასხმას „საგაზაფხულო იერიგში“ უწოდა ავღანეთში საერთაშორისო ჯარის წარმომადგენელმა, ჯეიმს სატერმა, რომლის თქმითაც, მეამბოხეებს ეს ოპერაცია ოსამა ბინ ლადენის მოკვლამდე ჰქონდათ დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG