Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავისი სახლიდან ბინ ლადენი ტერორისტულ ქსელს მეთაურობდა


აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ოსამა ბინი ლადენი ალ ყაიდას აქტიურად აკონტროლებდა სტრატეგიულად და ოპერატიული თვალსაზრისითაც. ამის დასტური მოიპოვეს ამერიკის სპეცრაზმის წარმომადგენლების მიერ ბინ ლადენის სახლში პაკისტანში მის წინააღმდეგ 1 მაისს ჩატარებული ოპერაციისას ხელში ჩაგდებული არქივიდან. განცხადება გაკეთდა მას შემდეგშ, რაც აშშ-მა გამოაქვეყნა ჩანაწერები, სადაც ალ-ყაიდის ლიდერის მიმართვაა მომხრეებისადმი. ერთ-ერთ ჩანაწერში ბინ ლადენი ტელევიზიით უყურებს მის შესახებ სიუჟეტს და ემზადება პროპაგანდისტული სიტყვისთვის. თუმცა, ქალაქ აბოტაბადის მცხოვრებთ უჭირთ იმის დაჯერება, რომ ოსამა ბინ ლადენი მათ შორის ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG