Accessibility links

ჩეხეთში დააკავეს ძებნილი პაკისტანელი


ჩეხეთის პოლიციამ დააკავა პაკისტანის მოქალაქე, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული მკვლელობის და ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით. ამის შესახებ განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან კუბიცემ. დაკავებული ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. პაკისტანისთვის მისი გადაცემის საკითხს სასამართლო განიხილავს. ახლახან ჩეხეთში, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, დააკავეს რუსეთის ექვსი მოქალაქე. კუბიცემ გამორიცხა კავშირი ორ დაპატიმრებას შორის.
XS
SM
MD
LG