Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას ვარაუდით, პაკისტანში არსებობდა ბინ ლადენის "მხარდამჭერთა ქსელი"


აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ოსამა ბინი ლადენი ალ ყაიდას აქტიურად აკონტროლებდა სტრატეგიულად და ოპერატიული თვალსაზრისითაც. ამის დასტური მოიპოვეს ამერიკის სპეცრაზმის წარმომადგენლების მიერ ბინ ლადენის სახლში პაკისტანში მის წინააღმდეგ 1 მაისს ჩატარებული ოპერაციისას ხელში ჩაგდებული არქივიდან. აშშ-მა გამოაცხადა, რომ ის შეეცდება პაკისტანმა გამოიძიოს იმის მიზეზი, რომ ალ ყაიდის ლიდერი, ოსამა ბინი ლადენი რამდენიმე წელი ცხოვრობდა მის ტერიტორიაზე და აგრძელებდა ტერორისტული ქსელის ხელმძღვანელობას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სი-ბი-ესს უთხრა, რომ პაკისტანში, როგორც ჩანს, არსებობდა ბინ ლადენის "მხარდამჭერთა ქსელი". ობამას თქმით, არ მოიპოვება ჯერ მტკიცება ეჭვისა, რომ ბინ ლადენს პაკისტანის სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. თუმცა, ობამას თქმით, ისლამაბადმა ეჭვი უნდა გამოიძიოს.
XS
SM
MD
LG