Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ლიბიის კონფლიქტი „პოლიტიკურ მოგვარებას“ საჭიროებს”


ლიბია
ლიბია
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, განაცხადა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ „მუამარ კადაფის დროს წავიდა". მისი თქმით, კონფლიქტი საჭიროებს პოლიტიკურ და არა სამხედრო მოგვარებას. რასმუსენმა „სი-ენ-ენს“ უთხრა, რომ კადაფი სულ უფრო იზოლირებულია. თუმცა, მისი აზრით, „პოლიტიკური მოგვარებაა“ საჭირო, რათა გარღვეულ იქნას ჩიხი მეამბოხეთა და კადაფის მომხრეთა შორის.

ლიბიაში შეტაკებები დაიწყო მთავრობის მომხრე და მეამბოხეთა ჯარებს შორის ქალაქ მისურატას მახლობლად. ქალაქში გუშინ აფეთქდა ორი სანავთობო რეზერვუარი, რის შედეგადაც, მეამბოხეთა თქმით, ქალაქი საწვავის გარეშე დარჩა. გავრცელებული ცნობით, რეზერვეუარს ცეცხლი სამთავრობო ჯარმა გაუხსნა. იტალიის სამხრეთში სასაზღვრო დაცვამ გადაარჩინა 400-მდე ლიმბიიდან ლტოლვილი, რომელთა გემმა კუნძულ ლამპედუზასთან ავარია განიცადა.
XS
SM
MD
LG