Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ისაუბრებს ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე


პაკისტანის პარლამენტში მოელიან პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის გამოსვლას, რაც იქნება მისი პირველი საჯარო გამოსვლა პაკისტანში აშშ-ის სპეცოპერაციისა და მის შედეგად ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინტერვიუში, რომელიც კვირას აჩვენა ტელეკომპანია CBS-მა, განაცხადა, რომ ბინ ლადენი, სავარაუდოდ, მხარდამჭერი ქსელით იყო უზრუნველყოფილი პაკისტანში, თუმცა, უცნობია, მხარდამჭერები მთავრობაში ჰყავდა თუ არა. „ჩვენი აზრით, ბინ ლადენს ჰყავდა მხარდამჭერთა რაღაც სახის ქსელი პაკისტანში, მაგრამ არ ვიცით, ვინ იყო ეს ხალხი, ან რა ტიპის იყო მხარდამჭერთა ქსელი. არ ვიცით, იყო თუ არა მათ შორის ხალხი, ვინც მთავრობაშია, ან არ არის მთავრობაში. ამის შესახებ გამოძიება უნდა ჩავატაროთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩაატაროს პაკისტანის მთავრობამ“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. CBS-თან ინტერვიუში ობამამ ისაუბრა იმაზეც, რომ ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება ბინ ლადენის საწინააღმდეგო ოპერაციის დაწყებაზე, ამერიკელი სამხედროების დაღუპვის საფრთხისა, ისევე როგორც სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე შეჭრის პრობლემურობის გამო.
XS
SM
MD
LG