Accessibility links

logo-print

რუსეთში სამხედრო აღლუმი გაიმართა


რუსეთში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 66-ე წლისთავი. მოსკოვში, წითელ მოედანზე, სადაც აღლუმი პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მიიღეს, 20 000-მდე სამხედრო მოსამსახურემ ჩაიარა. თანამედროვე სამხედრო შეიარაღების დემონსტრაციის კულმინაციად სახელდება ტოპოლ-მ ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტმტყორცნების ჩვენება. აღლუმის მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ „დღეს რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობიანი თანამშრომლობის პრინციპებს“.
XS
SM
MD
LG