Accessibility links

logo-print

იემენში ორი დემონსტრანტი მოკლეს


იემენში თვითმხილველებისა და მედიკოსების განცხადებით, უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაიზში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. თითქმის სამი თვეა, იემენში ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას მოითხოვენ. ის 1978 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. აქტივისტების განცხადებით, არეულობის შედეგად 150-მდე ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG