Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს განცხადებით, ყანდაარში დააკავეს ან მოკლეს ყველა თავდამსხმელი


ნატოს განცხადებით, დაკავებული ან მოკლულია ყველა მეამბოხე, რომელიც სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მთავრობის შენობებზე განხორციელებულ კოორდინირებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. ძალადობა დაიწყო შაბათს, როცა თვითმკვლელის ჟილეტებით და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი თალიბები გამოჩდნენ ქალაქის რამდენიმე რაიონში. ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაიღუპნენ, სულ ცოტა, 25 მეამბოხე, ავღანეთის უშიშროების ძალების ორი თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირი. დაიჭრა 40-მდე ადამიანი. ავღანეთიდან გავრცელებული კიდევ ერთი ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ადგილობრივი მთავრობის შენობასთან აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში. დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი, დაიჭრა კიდევ ხუთი ადამიანი.
XS
SM
MD
LG