Accessibility links

logo-print

სტამბულში დაიწყო მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების სამიტი


სტამბულში დაიწყო გაეროს სამიტი, რომელზეც მსჯელობენ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების პრობლემებზე. სამიტის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მსოფლიოში ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის არსებობს საკვების უსაფრთხოების მხრივ მორიგი კრიზისის რეალური პერსპექტივა. სამიტზე განიხილავენ 10-წლიანი განვითარების გეგმას მსოფლიოს 48 უღარიბესი ქვეყნისათვის, რომლებშიც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 745 დოლარს არ აღემატება. უღარიბეს ქვეყნებს შორის არიან აფრიკის 33 და აზიის 14 სახელმწიფო, ისევე როგორც ჰაიტი.
XS
SM
MD
LG