Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება მედვედევის მილოცვას აკრიტიკებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ფაშიზმზე გამარჯვება მხოლოდ ქართველ ხალხს მიულოცა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას სრული იგნორირება გაუკეთა. მედვედევის ქმედება 8 მაისს ”კლოუნადად” შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ; ხოლო 9 მაისს, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ”არასერიოზული” უწოდა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. ”როდესაც ხალხს ულოცავ, ულოცავ მის ლეგიტიმურ და ოფიციალურ წარმომადგენელს... ეს არის ერთადერთი აღიარებული ფორმა ხალხებს შორის ურთიერთობის”, - აცხადებს ნინო კალანდაძე და დასძენს, რომ
”თუ გულითადად იგულისხმებოდა ეს მილოცვა, მაშინ ის იმ ფორმით უნდა განხორციელებულიყო, რა ფორმაც ოფიციალურად არის მიღებული ხალხებს შორის.”
XS
SM
MD
LG