Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობენ


9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი აღინიშნება როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თბილისში ტრადიციულად გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ. ვეტერანებს დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც 9 მაისს ”ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო უწოდა.” მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. მაგალითად, გამარჯვების პარკში მივიდნენ ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე, ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე, რომლის თქმითაც, ”ქვეყნისა და მთავრობის სიძლიერე ვეტერანების მხარდაჭერით განისაზღვრება.” გავრცელებული ინფორმაციით, დღეს თბილისში 1 348 ვეტერანი ცხოვრობს. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თითოეულ მათგანს 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცა და დაიგეგმა არაერთი საზეიმო სადილი.
XS
SM
MD
LG