Accessibility links

logo-print

”ქართულმა პარტიამ” აქციები კახეთიდან დაიწყო


„ქართული პარტიის საპროტესტო აქცია გურჯაანში. ფოტოს ავტორი: www.ick.ge

„ქართული პარტიის საპროტესტო აქცია გურჯაანში. ფოტოს ავტორი: www.ick.ge

9 მაისს ”ქართულმა” პარტიამ საპროტესტო აქციები, როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, კახეთის რეგიონიდან დაიწყო. ამ დროისთვის აქციები უკვე გაიმართა გურჯაანში, თელავსა და ყვარელში. როგორც გურჯაანში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, სულ მალე, არსებული რეჟიმის შეცვლის მიზნით, მისი პოლიტიკური ძალა ხალხს რეგიონებიდან თბილისში მოუყრის თავს. "თუ გინდათ თქვენ ყველას დაგეხმაროთ, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ გამთლიანებასა და ერთად დგომაში, რომ ჩვენ ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ რეჟიმის დამთავრებისა და გადავდგათ ბოლო ნაბიჯები", - ეს სიტყვები ”ქართული პარტიის” თანათავმჯდომარემ ლევან გაჩეჩილაძემ გურჯაანის აქციაზე წარმოთქვა, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა თავად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამგვარ ბრალდებებს უარყოფენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG