Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი "აბსურდს" უწოდებს ბინ ლადენის შესახებ ბრალდებებს


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რაზა გილანი „აბსურდს“ უწოდებს ბრალდებებს, თითქოს პაკისტანის არაკომპეტენტურობაზე, ან ოსამა ბინ ლადენის დამალვაში მონაწილეობაზე მიანიშნებდეს ის გარემოება, რომ ალ-ყაიდის ლიდერი პაკისტანში შეერთებული შტატების სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. ამ საკითხზე გილანიმ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ისაუბრა. "ამ ამბავში თანამონაწილეობის ან არაკომპეტენტურობის შესახებ ბრალდებები აბსურდია. ჩვენ გადაჭრით უარვყოფთ ასეთ ბრალდებებს. ასეთ ვარაუდებზე დაყრდნობით საჯაროდ საუბრის მიზანია უიმედობის გაღვივება“, განაცხადა გილანიმ. მისივე თქმით, პაკისტანი ენდობა თავის სამხედროებს და დაზვერვის უწყებას და გაცემულია დავალება, გამოძიებულ იქნეს ის, თუ როგორ შეძლო ბინ ლადენმა შეუმჩნევლად ეცხოვრა ქალაქ აბატობადში, სამხედრო გარნიზონის მახლობლად. პაკისტანის პარლამენტში გილანის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ამერიკულმა ტელეკომპანია CBS-მა აჩვენა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინტერვიუ, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბინ ლადენი პაკისტანში უზრუნველყოფილი იყო მხარდამჭერთა ქსელით, თუმცა, უცნობია, მხარდამჭერები მთავრობაში ჰყავდა თუ არა.
XS
SM
MD
LG