Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ასობით აქტივისტი დააპატიმრეს


სირიაში დააპატიმრეს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ასობით მონაწილე და აქტივისტი, რაც მიჩნეულია რეპრესიების გაძლიერებად სირიის მრავალ რეგიონს მოდებული დემონსტრაციებისათვის ბოლოს მოსაღებად. უფლებადამცველების ვარაუდით, რეპრესიების გაძლიერება იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს, რომლის ოჯახიც 40 წელი დგას ხელისუფლების სათავეში, გადაწყვეტილი აქვს, ძალით და დევნა-შევიწროვებით ჩაახშოს საპროტესტო მოძრაობა. უფლებადამცველების განცხადებით, დღეს სროლა ისმოდა დამასკის დასავლეთ გარეუბანში მაშინ, როცა დედაქალაქში ასობით ადამიანი დააპატიმრეს. უფლებადამცველები აცხადებენ აგრეთვე, რომ უშიშროების ძალებმა 250-ზე მეტი ადამიანი აიყვანეს ქალაქ ბანიასში, სადაც სირიის ხელისუფლებამ შაბათს ჯარები და ტანკები განათავსა.
XS
SM
MD
LG