Accessibility links

logo-print

კუბელები საზღვარგარეთ მოგზაურობას შეძლებენ


კუბის მთავრობის გეგმით, ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობას, რაც პირველად მოხდება 50 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ. ამ სიახლეს ითვალისწინებს 300-ზე მეტი რეფორმა, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში დაამტკიცეს კომუნისტური პარტიის ყრილობაზე. პრესაში გამოქვეყნებული დოკუმენტი არ აზუსტებს მოგზაურობის შესახებ ახალი წესების დეტალებს, ან მათი ამოქმედების სავარაუდო თარიღს. განვლილი 52 წლის მანძილზე კუბის მთავრობა მხოლოდ განსაკუთრებით დამსახურებულ მოქალაქეებს აძლევდა საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG