Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო უარყოფს, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა ასობით მიგრანტი ლიბიის სანაპიროსთან


ნატო უარყოფს ბრალდებას, რომ მისმა ერთ-ერთმა ავიამზიდმა ხმელთაშუა ზღვაში დახმარების გარეშე მიატოვა მიგრანტები, რომლებიც ლიბიიდან კონფლიქტის გამო იყვნენ გაქცეული. ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანის“ ცნობით, ნავმა, რომელშიც 72 მიგრანტი იმყოფებოდა, 25 მარტს მიაშურა ტრიპოლიდან იტალიას, მაგრამ 16 დღე იყო დაკარგული ზღვაში მას შემდეგ, რაც ევროპისა და ნატოს რამდენიმე შენაერთმა უგულებელჰყო მისთვის დახმარების გაწევის თხოვნა. ნატოს პრესმდივნის მოადგილე კარმენ რომეროს განცხადებით, ალიანსის ხომალდებზე კარგად იციან კანონები, რომელთა დაცვაც ევალებათ და მონაწილეობა აქვთ მიღებული ტრიპოლისთან 500-მდე ადამიანის გადარჩენაში. რომეროს თქმით, გადარჩენილები მარტის მიწურულს იტალიაში ჩაიყვანეს.
XS
SM
MD
LG