Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებულია ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევით


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს შეშფოთება გამოთქვეს ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ისინი ამ თემას შეეხნენ ვაშინგტონში, აშშ-ჩინეთის ორდღიანი მოლაპარაკების გახსნისას. ჩინეთის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, შეშფოთებას იწვევს ახლო აღმოსავლეთში საპროტესტო გამოსვლების შესაძლო გავლენის პერსპექტივა, რის გამოც ბოლო თვეებში პეკინმა ათობით დისიდენტი დააკავა, მათ შორის ცნობილი ხელოვანი აი ვეივეი. კლინტონმა გამოთქვა რწმენა, რომ ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა, საბოლოოდ, მეტ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოიტანს. ხოლო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ჩინეთთან უთანხმოება აქვს ადამიანის უფლებების გამო.
XS
SM
MD
LG