Accessibility links

logo-print

არნოლდ შვარცენეგერი ცოლს გაშორდა


კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, ჰოლივუდის ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს, მარია შრაივერს გაშორდა. მხარეებმა განცხადება ორშაბათს გააკეთეს. განცხადებაში გაშორების მიზეზებზე არაფერია ნათქვამი. მარია შრაივერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ნათესავია. ის ტელეწამყვანი იყო, მაგრამ მეუღლის გუბერნატორად გახდომის შემდეგ სამუშაო მიატოვა.
XS
SM
MD
LG