Accessibility links

logo-print

ნალჩიკში სპეცოპერაციისას 5 მებრძოლი მოკლეს


ნალჩიკის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ხუთამდე მებრძოლი. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები არ დაზარალებულან. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ძალოვანებმა ალყა შემოარტყეს საცხოვრებელ სახლს, სადაც ექსტრემისტების ჯგუფი იყო. რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს. ვარაუდობენ, რომ სახლს თავს აფარებდა ასტემირ მამიშევი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ეძებს.
XS
SM
MD
LG