Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გამოაქვეყნა სირიის მიმართ სანქციების სია


ევროკავშირმა გამოაქვეყნა 13 სირიელი ოფიციალური პირის სია, რომლებსაც სანქციები დაუწესა დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. სიაში არ შეუყვანიათ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, მაგრამ შეიყვანეს მისი ძმა, მაჰერ ალ-ასადი, სირიის არმიის დივიზიის სარდალი და, ევროკავშირის განცხადებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის მთავარი კოორდინატორი. სია გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში, სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით. 13 პირს არ მიეცემა ევროკავშირში მოგზაურობის უფლება და გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები ევროკავშირის ქვეყნებში. ორშაბათს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ აგრეთვე სირიის მიმარ შეიარაღების ემბარგოს შემოღებაზე. უფლებადამცველების მონაცემებით, ასობით ადამიანი, სავარაუდოდ, 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, როცა მარტში სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
XS
SM
MD
LG