Accessibility links

logo-print

გაერო მოითხოვს ლიბიაში ბრძოლის დროებით შეჩერებას


გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი, ვალერი ამოსი გამოვიდა მოწოდებით, დროებით შეჩერდეს ბრძოლა ლიბიაში, ჰუმანიტარული კრიზისის განმუხტვის ხელშესაწყობად. ამოსმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ მისრატაში - დასავლეთ ლიბიის ერთადერთ ქალაქში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ - მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობას საკვები და წყალი აკლია. ამოსმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, იზრუნოს იმაზე, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. ასევე ლიბიიდან გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ ნატომ წუხელ რაკეტები დაუშინა დედაქალაქ ტრიპოლის. იერიშები, როგორც ჩანს, მიმართული იყო მთავრობის შენობების, მათ შორის ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეზიდენციის წინააღმდეგ. ნატოს მიერ კადაფის რეზიდენციაზე განხორციელებულმა ერთ-ერთმა წინა იერიშმა მისი ვაჟიშვილის და სამი შვილიშვილის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG