Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბების ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოეწყო


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს დილით ასობით მეამბოხემ მიიტანა იერიში პოლიციის ბაზაზე ნურისტანის პროვინციაში, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარეობს. პროვინციის პოლიციის უფროსი, აზიზ რაჰმან ზაჰიდი ამბობს, რომ 400-მდე ექსტრემისტი ჩაერთო თავდასხმაში პროვინციის დედაქალაქ პარუნის მახლობლად და რომ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანმა დაადასტურა ფართომასშტაბიანი იერიშის ფაქტი. მისი თქმით, პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ნურისტანის პროვინციაში, რომელიც პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, ნატოს ან ავღანეთის ბევრი ჯარისკაცი არ არის განთავსებული.
XS
SM
MD
LG