Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაიკროსოფტი“ „სკაიპს“ ყიდულობს


კომპიუტერული ტექნოლოგიების გიგანტურმა კორპორაცია „მაიკროსოფტმა“ დღეს გამოაცხადა, რომ ყიდულობს ინტერნეტის სატელეფონო ქსელ „სკაიპს“, რაც ყველაზე ძვირი შენაძენია მისი არსებობის ისტორიაში. „მაიკროსოფტი“, მისივე განცხადებით, 8,5 მილიარდამდე დოლარს გადაიხდის „სკაიპის“ საყიდლად. ამჟამად „სკაიპი“, რომელიც ლუქსემბურგშია დაფუძნებული, საინტერნეტო აუქციონის კომპანია "იბეის" და კიდევ ორ კერძო საინვესტიციო კომპანიას ეკუთვნის. „სკაიპის“ მომხმარებლებს შეუძლიათ, ინტერნეტის მეშვეობით, უფასოდ დაამყარონ სატელეფონო კავშირი. მსოფლიოში „სკაიპის“ 660 მილიონზე მეტი მომხმარებელია აღრიცხული.
XS
SM
MD
LG