Accessibility links

logo-print

USAID-ის თავმჯდომარის მოადგილე, დონალდ სტაინბერგი ფოთში ჩავა


შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თავმჯდომარის მოადგილე, დონალდ სტაინბერგი ფოთში ჩავა და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრება ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის მორიგი, სენაკისა და ფოთის დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებას. ღონისძიება 12 მაისს გაიმართება. ფოთი-სენაკის პროექტი, რომელიც 115 მლნ დოლარით დააფინანსა USAID-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან პარტნიორობით, ენერგომომარაგებით უზრუნველყოფს ათასობით ადამიანს ფოთში, სენაკში, ხობსა და მიმდებარე სოფლებში. ის გაზით მოამარაგებს აგრეთვე ფოთის თავისუფალ სამრეწველო ზონას.
XS
SM
MD
LG