Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო უარყოფს კადაფიზე იერიშებს


ნატომ დღეს უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტრიპოლზე იერიშები მიზნად ისახვდეს მოამარ კადაფის მოკვლას. იტალიელმა გენერალმა კლაუდიო გაბელინიმ, იტალიაში, ნეაპოლში განლაგებულ შტაბ-ბინაში განაცხადა, რომ საავიაციო იერიშები მხოლოდ მოამარ კადაფის იმ სამხედრო ობიექტების განადგურებას ისახავს მიზნად, საიდანაც ცეცხლს უშენენ მშვიდობიან მოსახლოებას. ამასთან იტალიელმა გენერალმა თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია, ცოცხალია, თუ არა კადაფი. 31 მარტიდან, მას შემდეგ, რაც ნატოს ავიაციამ ლიბიის ტერიტორიაზე იერიშები წამოიწყო, სულ განხორციელდა 6000 რეიდი, თუმცა ყოველ იერიშს თან არ ახლავს დაბომბვა.
XS
SM
MD
LG