Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ტურიზმის ყოფილ მინისტრს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ზუჰეირ გარანაჰს, ეგვიპტის ყოფილ ტურიზმის მინისტრს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის ბრალდების გამო. გამოძიების მასალებით, ყოფილმა მინისტრმა მრავალმილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო მიწა დაბალ ფასად გაყიდა. გარანაჰი ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების მეორე ყოფილი მინისტრია, რომელსაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს. გასულ კვირაში, ასევე კორუფციული დანაშაულის გამო, ეგვიპტის სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ჰაბიბ ალ ადლის. ხელისუფლების ყოფილი წევრების, მათ შორის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის, გასამართლება იყო რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა. მუბარაქი კვლავინდებურად საკურორტო ქალაქ შარმ ალ შეიხში მდებარე ჰოსპიტალში იმყოფება.
XS
SM
MD
LG