Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ლუკაშენკოს კიდევ ორ ოპონენტს ასამართლებენ


მინსკში დღეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს კიდევ ორი ყოფილი მეტოქე წარსდგა სასამართლოს წინაშე, დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების გამო. ნიკოლაი სტატკევიჩი და დმიტრი ვუსი არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ. ახლა კი მათ მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი და შეიძლება 15 წლით მიუსაჯონ თავისუფლების აღკვეთა. დღესვე გაიხსნა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების სასამართლო პროცესებიც, ასევე აქციების ორგანიზების და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით. მათ შორის არის ჟურნალისტი ირინა ხალიპი - პრეზიდენტობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის ცოლი. მართლმსაჯულების წინაშე სანიკოვიც დგას - მასაც არეულობის მოწყობაში ედება ბრალი. 19 დეკემბრის არჩევნებით - რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს - ლუკაშენკომ პრეზიდენტობის კიდევ ერთი, ოთხწლიანი ვადა მოიპოვა.
XS
SM
MD
LG