Accessibility links

logo-print

სომხეთი ავღანეთში სამხედროთა რაოდენობას ზრდის


სომხეთის პარლამენტმა დღეს ხმა მისცა ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობის თითქმის გასამმაგებას. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო ძალებში ამჟამად სომხეთის 45 ჯარისკაცი მსახურობს - და მათი რაოდენობა მალე 130-მდე გაიზრდება. ვადა გაუზარდეს საკუთრივ მისიასაც - სომხეთის სამხედროებს ავღანეთში 2012 წლის ბოლომდე დარჩებიან. სომხეთის ჯარისკაცები ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზთან ახლოს სამხედრო აეროპორტს იცავენ. თავდაცვის მინისტრის, სეირან ოჰანიანიანის თქმით, გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას სომხეთს, ნატოს, ევროკავშირს, აშშ-ს და გერმანიას შორის. სომხეთს სამხედროები კოსოვოშიც ჰყავს მივლენილი.
XS
SM
MD
LG