Accessibility links

logo-print

ფიფა მოითხოვს მტკიცებულებებს ტრიზმენის ბრალდებასთან დაკავშირებით


ფიფა (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია) ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას სთხოვს მტკიცებულებებს ასოციაციის პრეზიდენტ დევიდ ტრიზმენის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ქრთამი მოითხოვს კენჭისყრაში ხმის მიცემის სანაცვლოდ. ტრიზმენმა სამშაბათს განუცხადა ბრიტანეთის საპარლამენტო კომისიას, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ოთხმა წევრმა სხვადასხვა სახის ანაზღაურება მოითხოვა საიმისოდ, რომ მხარი დაეჭირა ინგლისის კანდიდატურისათვის ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შერჩევისას. ბრალდება უაღრესად წამგებიანია ფიფას რეპუტაციისათვის და გაისმის მაშინ, როცა ერთი თვეც არ რჩება ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე. თავისი კანდიდატურა აქვს წამოყენებული ამჟამინდელ პრეზიდენტ ზეპ ბლატერსაც. მისი კონკურენტია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის თავმჯდომარე, მოჰამედ ბინ ჰამანი.
XS
SM
MD
LG