Accessibility links

სოზარ სუბარმა და დავით უსუფაშვილმა ბრალდებები გაცვალეს


"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა "ალიანსს საქართველოსთვის", რუსეთთან გარიგებაში დასდო ბრალი. "რესპუბლიკელების" ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან დებატებში, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ჩატარდა, სუბარმა თქვა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიუნხენში შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა და მიზნად ”ალიანსისთვის” დაფინანსებას მოზიდვას ისახავდა. დავით უსუფაშვილმა სუბარს პასუხად ნაძირალა უწოდა.
XS
SM
MD
LG