Accessibility links

ბინ ლადენი საჭიროდ მიიჩნევდა მასშტაბურ ტერაქტს ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის გასაძევებლად


ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ანგარიშობდა იმას, თუ რამდენი ამერიკელის დახოცვა იყო საჭირო საიმისოდ, რომ შეერთებულ შტატებს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, ახლო აღმოსავლეთიდან წასვლის გარდა. ოფიციალური პირების განცხადება გააკეთდა ოსამა ბინ ლადენის იმ ჩანაწერების გაანალიზების საფუძველზე, რომლებიც მის სამალავაში, პაკისტანში მდებარე აბოტაბადში იპოვეს და შეერთებულ შტატებში წაიღეს მისი ლიკვიდაციის შემდეგ. ამერიკელი ოფიციალური პირები, რომელთა ვინაობაც საჯაროდ არ ცხადდება, ამბობენ, რომ სამალავში იპოვეს ხუთი კომპიუტერი და 100-მდე გარე ციფრული დამგროვებელი და ფლეშდისკები, აგრეთვე ბინ ლადენის ხელით დაწერილი დღიური. ამავე წყაროს ცნობით, ბინ ლადენი თავის მიმდევრებს ეუბნებოდა, რომ მხოლოდ 11 სექტემბრის ტერაქტების მასშტაბის თავდასხმა აიძულებდა შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში თავისი პოლიტიკის გადასინჯვას.
XS
SM
MD
LG