Accessibility links

logo-print

დემიანიუკს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


გერმანიაში სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯონ დემიანიუკს, რომელიც დამნაშავედ სცნო ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების დახოცვაში მონაწილეობის გამო. წარმოშობით უკრაინელი დემიანიუკი 91 წლისაა. ის 2009 წელს იქნა დეპორტირებული გერმანიაში შეერთებული შტატებიდან, სადაც რამდენიმე ათწლეული ცხოვრობდა. მიუნხენში სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დემიანუკი იყო 27 900-ზე მეტი მკვლელობის თანამონაწილე, როცა მცველად მუშაობდა სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელიც გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. დემიანიუკი ბრალდებებს უარყოფს. მისმა სასამართლო პროცესმა წელიწადნახევარი გასტანა და დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა უკანასკნელმა, რომელიც ნაციზმის დანაშაულებში ბრალდებულისთვის გაიმართა.
XS
SM
MD
LG