Accessibility links

logo-print

კამერონმა ლიბიელ მეამბოხეებს შესთავაზა ლონდონში ოფისის გახსნა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, მან ლიბიელ მეამბოხეებს შესთავაზა ლონდონში ოფისის გახსნა. კამერონი ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ლონდონში შეხვდა ლიბიელი მეამბოხეების „ეროვნული გარდამავალი საბჭოს“ თავმჯდომარე მუსტაფა აბდელ-ჯალილს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ლონდონში ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს ბრიტანეთთან მეამბოხეთა კონტაქტების გამყარებას. ამასთან, საფრანგეთისა და იტალიისაგან განსხვავებით, ბრიტანეთს არ უღიარებია მეამბოხეთა საბჭო ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობად. თვით ლიბიიდან გავრცელებული ინფორმაციით, ნატომ საჰაერო იერიშები განახორციელა ტრიპოლიში რამდენიმე ობიექტის, მათ შორის მუამარ კადაფის რეზიდენციის წინააღმდეგ. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დაიღუპა, სულ ცოტა, ორი ადამიანი.
XS
SM
MD
LG