Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ავღანეთს ეწვია


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანჰმოჰან სინხი ქაბულს ეწვია ორდღიანი ვიზიტით, ავღანეთისთვის ინდოეთის დახმარებისა და რეგიონული უშიშროების საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ინდოეთი ქაბულის ერთ-ერთი უდიდესი დონორია - 1,3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროექტზე ავღანეთში 2001 წელს თალიბანის მმართველობის დამხობის შემდეგ. ამასთან, ინდოეთი თავის ტრადიციულ მეტოქეს, პაკისტანს უწევს კონკურენციას ავღანეთთან დაახლოების მცდელობისას.
XS
SM
MD
LG