Accessibility links

logo-print

სირიაში ტანკებმა დაცხრილეს საცხოვრებელი უბნები ორ ქალაქში


სირიაში, სულ ცოტა, 19 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ძალადობის შედეგად. ოთხშაბათს ტანკებმა დაცხრილეს საცხოვრებელი უბნები ქალაქებში ჰომსსა და ჰარაში. ხოლო თურქეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე ალეპოში უშიშროების ძალებმა დაარბიეს დემონსტრაცია, რომელშიც 2000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG