Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტს იწყებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


დღეს თბილისში ვიზიტს იწყებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, რომელიც ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძესა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე და ჩეხი ბიზნესმენები. მათი მონაწილეობით ხვალ თბილისში დაგეგმილია საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი.
XS
SM
MD
LG