Accessibility links

logo-print

”თავისუფალმა დემოკრატებმა” ცილისწამება უწოდეს სოზარ სუბარის განცხადებას


”თავისუფალმა დემოკრატებმა” მიზანმიმართული ცილისწამება უწოდეს ქართული პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე, მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრისას დაფინანსების საკითხიც განიხილებოდა. ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა სოზარ სუბარის ბრალდება ”მხდალი და უსუსური პოლიტიკოსის განცხადებად” შეაფასა. თავად სუბარი დღეს მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა, განაცხადა, რომ ”ჰაერზე არაფერს ამბობს” და ”ლანძღვაში შეჯიბრებას არავისთან აპირებს.” ქართული პარტიის თავმჯდომარის თქმით, ”არაფრის გამო აჟიოტაჟის ატეხვა არასწორია”.
XS
SM
MD
LG