Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელი ნიუტ გინგრიჩი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ნიუტ გინგრიჩი საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. ეს განცხადება გინგრიჩმა, რომელიც 67 წლისაა, ოთხშაბათს გაავრცელა სოციალური ქსელების ვებსაიტებზე. არჩევნებზე რესპუბლიკელების სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან აგრეთვე მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, ალასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი და მულტიმილიარდერი ტონალდ ტრამპი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, გასულ თვეში გააკეთა ოფიციალური განცხადება 2012 წლის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მორიგი ვადით პრეზიდენტობისათვის წამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG