Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემიანიუკი გაათავისუფლეს, მისთვის მისჯილი პატიმრობის მიუხედავად


გერმანიაში სასამართლომ გაათავისუფლა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი, ჯონ დემიანიუკი, მისთვის მისჯილი ხუთწლიანი პატიმრობის მიუხედავად. დემიანიუკი 91 წლისაა და სასამართლომ მისი ხანდაზმულობით გაამართლა გადაწყვეტილება მსაჯრვდებულის გაშვებაზე. მანამდე ჯონ დემიანუკი, რომელიც უკრაინაშია დაბადებული, დამნაშავედ სცნეს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების დახოცვაში მონაწილეობის გამო. ის 2009 წელს იქნა დეპორტირებული გერმანიაში შეერთებული შტატებიდან, სადაც რამდენიმე ათწლეული ცხოვრობდა. მიუნხენში სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დემიანიუკი იყო 27 900-ზე მეტი მკვლელობის თანამონაწილე, როცა მცველად მუშაობდა სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკში, პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელიც გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. დემიანიუკი ბრალდებებს უარყოფს. მისმა სასამართლო პროცესმა წელიწადნახევარი გასტანა და დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა უკანასკნელმა, რომელიც ნაციზმის დანაშაულებში ბრალდებულისთვის გაიმართა.
XS
SM
MD
LG