Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ სოხუმს იაპონელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი სტუმრობდა


საინფორმაციო სააგენტო „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, იაპონიის ულტრამემარჯვენე მოძრაობის, „ისუიკაის“ ლიდერი, მიტსუჰირო კიმურა, 12 მაისს სოხუმს სტუმრობდა და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. კიმურა ხელმძღვანელობს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც იაპონიის მიერ ომის დანაშაულების ჩადენას უარყოფს. „აფსნიპრესზე“ დაყრდნობით „სივილ ჯორჯია“ იუწყება, რომ ის შეხვდა დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერ ნუგზარ აშუბას და საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას. კიმურასთან შეხვედრის შემდეგ აშუბამ განაცხადა, „ისუიკაი“ იაპონიის მემარჯვენე პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ყველაზე გავლენიანია, მას პლატფორმა აქვს და ამას გამოვიყენებთო.
XS
SM
MD
LG