Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ოპოზიცია პარასკევს თეთრ სახლში გამართავს შეხვედრებს


ობამას ადმინისტრაციამ თეთრ სახლში მიიწვია ლიბიის ოპოზიციონერთა ჯგუფი. შეხვედრა პარასკევს არის დაგეგმილი. თეთრი სახლის განცხადებით, მაჰმუდ გიბრილი და ლიბიის გარდამავალი, ეროვნული საბჭოს დელეგაციის სხვა წარმომადგენლები შეხვდებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ტომ დონილონს და კონგრესის წევრებს. ვიზიტის განრიგში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრა არ ფიგურირებს. გიბრილი ლიბიის ვეტერან ლიდერთან, მუამარ კადაფისთან დაპირისპირებული საბჭოს პრეზიდენტია. პარალელურად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა დღეს განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს ლონდონში მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა.
XS
SM
MD
LG