Accessibility links

პაკისტანში სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა


პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ორი აფეთქება მოხდა ჩარსადის რაიონში, შაბქადარში ბაზის გარეთ, როცა ახალწვეულები საწვრთნელი ცენტრის დატოვებისთვის ემზადებოდნენ. პოლიცია 73 ადამიანის სიკვდილს ადასტურებს. პოლიციის ცნობით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა განახორციელა. პაკისტანის თალიბანი აცხადებს თავს ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლად. განცხადების თანახმად, ეს იყო ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციისთვის შურისძიება.
XS
SM
MD
LG